ნიუ ქონსთრაქშენს ტექნოლოჯის

შპს “ნიუ ქონსთრაქშენს ტექნოლოჯის” (NCT) დაარსდა 2008წ. გამოცდილი და მაღალპროფესიული დონის კომპანიების ბაზაზე, რამაც განაპირობა მისი სწრაფი განვითარება.

დღესდღეობით კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს საქართველოში წყალმომარაგების სისტემის (წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, რეზერვუარების შენება, სატუმბო სადგურების და ჰესების რეაბილიტაცია, ასფალტის სამუშაოები) მოწყობის სფეროში. კომპანიის უმთავრეს პრიორიტეტს მისი არსებობის მანძილზე წარმოადგენს მაღალი ხარისხის განუხრელი დაცვა.

პროექტები

დაარსების დღიდან შპს NCT წარმატებით ახორციელებს რთულ და მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის წყალმომარაგების ისეთი მსხვილი კომპანიისთვის, როგორიცაა შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, რომლის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორადაც იგი დღემდე რჩება.

გამოცდილება და ხარისხის მართვა

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია შპს “წყალკანალსპეცრემშენი”, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალპროფესიული კადრებით და ჰქონდა მრავალწლინი გამოცდილება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის კუთხით. ამ კომპანიას, მიუხედავად ქვეყნისთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პერიოდისა, არასდროს შეუწყვეტია საქმიანობა, ძალისხმევას არ იშურებდა ახალგაზრდა კადრების გამოზრდისა და მათთვის მაღალპროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის.

ხარისხისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, სწორედ მის მემკვიდრედ გვევლინება შპს NCT, რომლის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლსა და მსოფლიო სტანდარტებთან მის შესაბამისობას 2008 წლიდან, თავად კომპანიის მოთხოვნით, აწარმოებს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო კომპანია TÜV SÜD Industrie Service GmbH . შპს NCT-ს მიერ წარმოებული მშენებლობის მაღალ ხარისხს მოწმობს ამ ორგანიზაციისგან მიღებული შუალედური დასკვნები და სერტიფიკატები, რომლებიც გაიცა როგორც ცალკეული უბნების წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობისათვის, ასევე იმ უაღრესად რთული და მნიშვნელოვანი პროექტისათვის, რომელიც ქ. რუსთავში მდინარე მტკვრის კალაპოტის დროებით შეცვლას და მის ქვეშ მთავარი საკანალიზაციო დიუკერის მოწყობას გულისხმობდა.

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

პროდუქცია და ტექნიკური ბაზა

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

კონტაქტი

შპს ნიუ ქონსთრაქშენს ტექნოლოჯის
032 2 62-99-92 / 93 | info@nct.com.ge

წყალსადენის ქ., №7, ქ. თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა

nct-group@hotmail.com

ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian